ქართველმა პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა პარიზის პარალიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი შეხვედრა მოიგო ქართველმა პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა(90 კგ, კატეგორია J2). მან ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ლაშა ყიზილაშვილი ევროპის ბრინჯაოს მედალოსანია, ის პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობს.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები