ათობით ევროპარლამენტარი უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

ევროპარლამენტის 60-მდე წევრი ამტკიცებს, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის შიგნით სამიზნეების დასარტყმელად გამოიყენოს.

მედიის ცნობით, დეპუტატებმა შესაბამისი მიმართვა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს, ჯოზეფ ბორელს მისწერეს.

წერილში ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, რომ შეზღუდვების მოხსნის მიზნით წევრ ქვეყნებზე ზეწოლა გააგრძელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები