ჯო ბაიდენის შვილმა ბრალდება, რომ გადასახადებს თავს არიდებდა, აღიარა

ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე ბრალი აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალად ედება გადასახადების გადაუხდელობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ყალბი ან თაღლითური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა. საქმე ეხება, სულ მცირე, 1.4 მილიონი დოლარის ფედერალურ გადასახადებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მანამდე განაცხადა, რომ ძალაუფლებას შვილის შესაწყალებლად არ გამოიყენებდა.

საქმის მოსამართლის განცხადებით, ბრალის აღიარების შემთხვევაში, ბაიდენს ემუქრება 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 000 დოლარიდან 1 მილიონ დოლარამდე.

ჰანტერ ბაიდენს განაჩენი 16 დეკემბერს უნდა გამოუტანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები