ქართველი პარაძიუდოისტი,  ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიადის ფინალშია

პარიზის პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2). ნახევარფინალში მან ალჟირელი პარასპორტსმენი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი დღეს 18:00 საათიდან გაიმართება.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია. ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.

ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის ოთხი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით

მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები