რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა

რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა, მიზეზი კი აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობაა,- ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს.

შამბას თქმით, მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.

“ისინი უკვე ამოქმედდა პირველი სექტემბრიდან. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა”,- განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები