პარლამენტის საშემოდგომო სესიას ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს იხსნება. არჩევნების მოახლოების გამო, მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბერსა და ოქტომბერში, შემჭიდროებულ ვადებში, ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს.

სესიას ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტს უცხადებს.

ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „რეფორმების ჯგუფი“, „ლელო“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის“.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები