“არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის ბოლო ჟამის განცხადებები სერიოზულად აღვიქვათ, ეს ადამიანი აგონიაშია” – მაჭარაშვილი
“არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის ბოლო ჟამის განცხადებები სერიოზულად აღვიქვათ, ეს ადამიანი აგონიაშია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სიზმარი დაესიზმრა, შემდეგ წამოდგა და გააგრძელა, რომ ვიღაც რაღაცას ებრძვის, ვიღაცა რუსეთში შედის. ეს მისმა პატრონებმა, უცხოელებმა ან დაასიზმრეს, ან დაესიზმრა. არ მგონია, რომ მის განცხადებებს ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.