“დღეს არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი და დიდი ემოციები იყო” – გიგა ოჩხიკიძე
“დღეს არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი და დიდი ემოციები იყო” – ამის შესახებ პარალიმპიურმა ჩემპიონმა, გიგა ოჩხიკიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“მთელი გუნდის დახმარებით, ბატონი რატის დახმარებით, მთელი დელეგაციის შემადგენლობით, დავიბრუნეთ ჩვენი რეკორდი და მედალი მოგვაქვს საქართველოში. მადლობა მწვრთნელებს, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ კახაბრიშვილს, ამ შეჯიბრის წინა პერიოდში, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ანთებაც გადავიტანე და მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში. მედალი მოგვაქვს საქართველოში”, – აღნიშნა გიგა ოჩხიკიძემ.