ირაკლი ნადარეიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელს, საიდ ამიდს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Amidi Group-ისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს თბილისის ტექნოპარკში შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სააგენტოს რეფორმებსა და GITA 2.0 – ის კონცეფციაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი აქსელერაციის პროგრამას საქართველოში განახორციელებს.

მათივე ცნობით, Plug and Play დაინტერესებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეს რეგიონალური მასშტაბის აქსელერატორი, შესაბამისად მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხს და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით IT ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები