ებოლით გარდაცვლილი 2 ადამიანი დასაფლავების დღეს გაცოცხლდა

აფრიკული მედიის ინფორმაციით, ლიბერიაში ებოლით გარდაცვლილი 2 ადამიანი გაცოცხლდა. ეს შემთხვევა ნიმბას ოლქის ქალაქ განტაში დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საშიში დაავადების ორი მსხვერპლი უშუალოდ დასაფლავების დღეს გაცოცხლდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები – 40 წლის დორის კვოი და 60 წლის მა კებე ეპიდემიით დაღუპულებად ითვლებოდნენ, მაგრამ გარდაცვალების დღეს მოულოდნელად გამოიღვიძეს. მიცვალებულების გაცოცხლების ამბავმა ქალაქის მაცხოვრებლებში პანიკა გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ქალაქის ქუჩებში დორის კვოის მოჩვენება შენიშნეს. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლა უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. ეპიდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით უკვე 2793 ადამიანი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები