საზოგადოებრივი მაუწყებელი განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2014 წლის ანგარიში დღეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ წარადგინა.
გოგელიამ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მაუწყებელს, რომელიც სამ ტელეარხსა და სამ რადიოს აერთიანებს, არ გააჩნია განვითარების ერთიანი სტრატეგია. მისი თქმით, ახლა მთავარ პრიორიტეტად სწორედ ასეთი სტრატეგიის შემუშავება რჩება.
გოგელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების, დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებაც ისაუბრა. კომიტეტმა მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა.