ამერიკელმა სამსახურში კოლეგას თავი მოკვეთა
ამერიკელმა სამსახურში კოლეგას თავი მოკვეთა. ტრაგედია ამერიკულ ქალაქ მურში, ოკლახომას შტატში დატრიალდა. კომპანია „ვაგან ფუდს“-ის 30 წლის თანამშრომელმა ალენ ნოლენმა საკუთარ კოლეგებს: 43 წლის თრეისი ჯონსონს და 54 წლის კოლინ ხაფორდს დანა დაარტყა. შემდეგ კი თრეისი ჯონსონს მკვლელმა თავი მოკვეთა. მომხდარის თვითმხილველმა მკვლელს ესროლა და დაჭრა, – წერს უცხოური პრესა.
ცნობილია, რომ კაცი, რომელმაც ეს საზარელი მკვლელობები ჩაიდინა, სამსახურიდან იყო დათხოვილი. მკვლელობის დღე მისი სამსახურში ყოფნის ბოლო დღე იყო. მანამდე ნოლენი არაერთხელ ცდილობდა თანამშრომლები დაერწმუნებინა, რომ ისლამი მიეღოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობების თქმით, ნოლენი ცოტა უცნაური იყო, ის ისლამისტების მიერ თავმოკვეთილი ჟურნალისტების ხსოვნის ღვთისმსახურებას ყოველთვის ესწრებოდა.