სტოლტენბერგი: ნატო ვალდებულია, რომ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს

ნატო-ს წევრებმა ნატო-უკრაინის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინა ყოველ დღე განაგრძობს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, რითაც უამრავ სიცოცხლეს არჩენს. მაგრამ უკრაინის უნარს, შეინარჩუნოს საკუთარი თავდაცვა, სჭირდება მზარდი მიწოდება და მეტი მხარდაჭერა. უკრაინის ბოლო იერიშის ფონზე, მოკავშირეებმა დღეს ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ.

მანვე დასძინა, რომ ნატო უკრაინის დახმარებას იმ შეიარაღებითა და სამხედრო მასალებით გააგრძელებს, რომელიც მას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები