საფრანგეთის სასამართლომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ეს ნაბიჯი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დუროვს დაკითხავენ, რის შემდეგაც მას შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ.
აღსანიშნავია, რომ დუროვი წინასწარი მოთავსების იზოლატორში თითქმის 90 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია.