რომის პაპმა ფრანცისკემ მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება მკაცრად დაგმო.
მისი თქმით, მიგრანტთა ნავების დახმარება „მძიმე ცოდვა“ არ არის.
„არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სისტემატურად და ყველა გზით მუშაობენ იმისთვის, რომ მიგრანტები განდევნონ. ეს მძიმე ცოდვაა“, – თქვა რომის პაპმა ყოველკვირეული სიტყვით გამოსვლის დროს.
უცხოური მედიის ცნობით, რომის პაპს თავისი 11-წლიანი მმართველობის დროს მიგრანტების შესახებ არაერთხელ უსაუბრია.
„ახლა კი პონტიფიკოსმა კათოლიკური ტერმინოლოგიიდან ცოდვის აღსაწერად ყველაზე მძიმე სიტყვა გამოიყენა“, – წერს მედია.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლიდან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 30 000-ზე მეტი მიგრანტი დაიკარგა.