ზაპოროჟიეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმას სამი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინაში, ზაპოროჟიეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სამი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დონეცკის ოლქის პოკროვსკის მახლობლად მდებარე სოფელ იზმაილოვკაში საცხოვრებელ სახლზე საჰაერო ბომბის აფეთქების შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა.

შემთხვევას მშობლები და მათი ორი შვილი, 17 და 24 წლის, ახალგაზრდები ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები