ისრაელში 4 წლის ბიჭმა მუზეუმში შემთხვევით 3 500 წლის ამფორა გატეხა
ისრაელში 4 წლის ბიჭმა მუზეუმში შემთხვევით 3 500 წლის ამფორა გატეხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 3 500 წლის ამფორა დამცავი მინის გარეშე იყო გამოფენილი, რადგან ხეხტის მუზეუმში მიაჩნიათ, რომ არქეოლოგიური აღმოჩენების შეზღუდვების გარეშე დემონსტრირებას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ამფორას რესტავრაციას ჩაუტარებენ და უახლოეს მომავალში კუთვნილ ადგილას დააბრუნებენ.