“მნიშვნელოვანი არის, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კოლექტიური “ნაცმოძრაობის” აკრძალვა.
„ასევე მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ რეგიონული შეხვედრების დროს ვაჟღერებთ – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა. მათ არ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ წინა წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ. ზუსტად ამას ემსახურება პარტიის მხრიდან გაჟღერებული გზავნილები“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.