ჯონ კირბი: ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა

WASHINGTON, DC - MARCH 02: John Kirby, Coordinator for Strategic Communications at the National Security Council, answers questions during the daily press briefing at the White House on March 2, 2023 in Washington, DC. Kirby answered a range of questions primarily related to the ongoing war in Ukraine during the briefing. (Photo by Win McNamee/Getty Images)

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ ისრაელურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმის ალბათობის პროგნოზირება რთულია, თუმცა თეთრი სახლი ირანის რიტორიკას სერიოზულად აღიქვამს.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი [ირანი] კვლავ მზად არიან, განახორციელონ თავდასხმა, თუ ამის გაკეთება მოუნდებათ, რის გამოც ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალების პოზიცია რეგიონში.

ჩვენი მესიჯი ირანისადმი თანმიმდევრულია. პირველი, არ გააკეთოთ ეს. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რაიმე სახის რეგიონული ომი. და მეორე, ჩვენ მზად ვიქნებით დავიცვათ ისრაელი, თუ საქმე აქამდე მივა“, – აღნიშნა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები