კრივი რიჰზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

კრივი რიჰზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, ერთი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა Telegram-ზე განაცხადა.

„კრივი რიჰზე ღამის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება კიდევ ერთი ადამიანი. მაშველები ტრაგედიის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ“, – წერს ლისაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები