Reuters: ნატოს გენერალური მდივანი, კიევის მოთხოვნით, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას გამართავს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, კიევის მოთხოვნით, ოთხშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას მოიწვევს,- ამის შესახებ Reuters ალიანსის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ნატოს სპიკერმა, ფარა დახლალამ განაცხადა, რომ შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება.

„უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი მოკავშირეებს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას და პრიორიტეტულ საჭიროებებს გააცნობს“, – აღნიშნა სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები