ისრაელის პრემიერი – “ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ”

ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ,- ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორიდან მძევლის გათავისუფლებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიასა და უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა წარმატებული ოპერაციისთვის.

„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ყველა ჩვენი მძევლის დასაბრუნებლად. ამას ორი ძირითადი გზით ვაკეთებთ, ესაა მოლაპარაკებები და ოპერაციები. ეს ორი ფაქტორი მოითხოვს ჩვენს სამხედრო ყოფნას ადგილზე და მუდმივ სამხედრო ზეწოლას. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები