„ცაჰალის“ განცხადებით, ისრაელის არმიამ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ადამიანი გაათავისუფლა

ებრაელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში ოპერაციის დროს გაათავისუფლეს ერთი ადამიანი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ გაიტაცა და ტყვედ აიყვანა.,- ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ამ დროისთვის გათავისუფლებული ქაიდ ფარჰან ალქადი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ალქადის ოჯახს უკვე ეცნობა მისი გათავისუფლების შესახებ.

სხვა ინფორმაცია ტყვეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები