სირსკი: უკრაინელები რუსეთის კურსკის ოლქში 100 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელები რუსეთის კურსკის ოლქში 100 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სირსკის თქმით, კურსკის ოლქში რუსულ ჯარს უკრაინელების მიერ კონტროლირებად რაიონებში კონტრშეტევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

როგორც სირსკიმ განაცხადა, კურსკის ოპერაციის მთავარ მიზანს რუსული ჯარის უკრაინის ფრონტიდან ყურადღების გადატანა წარმოადგენდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ პორკოვსკთან სიტუაცია მძიმეა.

“სიტუაცია პორკოვსკის ფრონტზე რთულია. მტერი მის უპირატესობას პირად შემადგენლობაში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში იყენებს. რუსეთი აქტიურად იყენებს არტილერიასა და ავიაციას“, – თქვა სირსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები