აზერბაიჯანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ათობით დეპუტატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

დეპუტატები, რომლებმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდნენ,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან გაჯიზადემ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის მანდატის აღდგენამდე, მათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.

გერმანიის პარლამენტის წევრმა, ფრანკ შვაბემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული ევროპის საბჭოში გაწევრიანებით, ასევე ბაქო ევროპის საბჭოს ღირებულებების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. ასევე განაცხადა ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ქვეყანაში არ მიიწვიეს მილი მეჯლისის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

გაჯიზადემ შვაბეს განცხადებებს მიკერძოებული და მცდარი უწოდა.

“ფრანკ შვაბემ კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები არ მიიწვიეს მილი მეჯლისის არჩევნებზე დასაკვირვებლად, არის ის, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის მანდატი ჯერ არ არის აღდგენილი, მიუხედავად ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ დონეზე მიცემული დაპირებისა, მათ შორის გერმანელი ჩინოვნიკების ჩათვლით”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები