დონალდ ტრამპი: რუსეთში უკრაინის ჯარის შეჭრის გამო, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ
რუსეთში უკრაინის ჯარის შეჭრის გამო მსოფლიო, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდეს,- ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, მესამე მსოფლიო ომი ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
„შეხედეთ, რა ხდება უკრაინის რუსეთში შეჭრასთან დაკავშირებით. ჩვენ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ. ეს ცუდი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა დეტროიტში აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.