საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა

იორდანიაში 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე როდიონ სანაკოევი დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი გახდა ნიკოლოზ მაისურაძე(80 კგ). მან ფინალური შეხვედრა ირანელ რეზა აფშართან დათმო.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები