ქართველი ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

უზბეკეთი კანოეში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,180 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“აღსანიშნავია, რომ ქართველი ნიჩბოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები