სიცილიასთან იახტის ჩაძირვისას დაკარგული მეექვსე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

იტალიელმა მყვინთავებმა სიცილიასთან იახტა Bayesian-ის ჩაძირვისას დაკარგული მეექვსე ცხედარი იპოვეს,- ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ცხედარი 18 წლის ჰანან ლინჩს ეკუთვნის, რომელიც მამასთან, მილიარდერ მაიკ ლინჩთან ერთად იმყოფებოდა იახტაზე.

ჰანანი იყო უკანასკნელი ადამიანი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

უამინდობის გამო იახტის ჩაძირვის შესახებ 19 აგვისტოს გახდა ცნობილი. ინციდენტის დროს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები