გერმანიაში ნატოს ავიაბაზაზე უსაფრთხოების დონე გაიზარდა

გერმანიის დასავლეთით, გეილენკირხენში, ნატოს ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის შესახებ ინფორმაციის გამო, უსაფრთხოების დონე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის დირექტორატი (AWACS) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

„ჩვენ გავზარდეთ უსაფრთხოება ნატოს საავიაციო ბაზაზე გეილენკირხენში, პოტენციური საფრთხის შესახებ დაზვერვის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბაზის ყველა ის პერსონალი, რომელიც მისიებთან დაკავშირებული არ იყო, სიფრთხილის მიზნით სახლში გაგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები