ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კარისლია როდრიგესმა განაცხადა, რომ უზენაესმა ტრიბუნალმა განიხილა ქვეყნის საარჩევნო ორგანოს მასალები და დაადასტურა, რომ 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ეროვნული საარჩევნო საბჭოს (CNE) მიერ გამოქვეყნდა და სადაც ნიკოლას მადურო რესპუბლიკის პრეზიდენტად იქნა არჩეული, დამტკიცებულია.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ  ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს, ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმების 51.20%, ხოლო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალეს ურუტიამ – 44.2% მიიღო. როგორც ქვეყნის ოპოზიცია ამტკიცებს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები