ბექა ოდიშარია: სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ, ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა, ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ

“სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ, ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა. ეს ხალხი ქართული სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს და დანაშაულებზე პასუხი აგოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიჭიროს.

„ბუნებრივია, ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ, თუმცა ამ ხალხმა ქართული სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს. პატრონები მათ ხელს აფარებენ. სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ. ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა. ასეთი ტიპის მფარველობის ქვეშ, სამყაროში მობოდიალე დამნაშავე პირების მიმართ ქართველი ხალხი სამართალს მხოლოდ ქართულ სასამართლოში ეძებს. ეს ხალხი ქართული სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს და პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე. მნიშვნელობა არ აქვს, ამას ნიურნბერგის პროცესს დავარქმევთ, თბილისისა თუ ქუთაისის. სიმართლე უნდა დაიდოს, შავით თეთრზე დაიწეროს და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი დაიჭიროს”, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები