ოდიშარია – რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი კრიჭაში უდგანან ქართველ ხალხს
“ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, ისინი კრიჭაში უდგანან ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ეს ხალხი უნდა წავიდეს, ქართული სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს ყველა დანაშაულებებზე, ამას ნობელის პროცესს დავარქმევთ, თბილისის თუ ქუთაისის – მნიშვნელობა არ აქვს. სიმართლე უნდა დაიდოს, შავით თეთრზე დაიწეროს და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ უნდა დაიჭიროს საკუთარი ადგილი”, – აღნიშნა დეპუტატმა.