რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ კიევის 45 ერთეული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

წუხელ ღამით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის, ბრაიანსკის, ბელგოროდის, კალუგისა და კურსკის ოლქების თავზე 45 უკრაინული საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას ცდილობდა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ 45 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.

11 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, კიდევ 23 ბრიანსკის ოლქის თავზე, 6 ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 3 კალუგას რეგიონში და 2 კურსკის ოლქზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები