ოდიშარია – რადიკალურ ოპოზიციაზე: ითხოვენ ომს, ყუმბარებსა და ბომბებს ჩვენს ცაზე
“მთელს ერს, ქვეყანას მოგვეცემა საშუალება, შევაფასოთ მათი [რადიკალური ოპოზიციის] ყველანაირი დანაშაული ქმედება, რომელიც ჩაიდინეს უახლოეს წარსულში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.
“ვფიქრობ, მიზანშეწონილიც იქნება, ამ ადამიანებს, ერთხელ და სამუდამოდ, აეკრძალოთ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა.
მაინც არ ისვენებენ და ცდილობენ, რამენაირად აურიონ ქვეყანა. ითხოვენ ომს, ყუმბარებსა და ბომბებს ჩვენს ცაზე. შესაბამისად, თუ ეს ხალხი არ იქნება მოკვეთილი პოლიტიკური ველიდან, მერწმუნეთ, მშვიდობა ვერ დაისადგურებს საქართველოში”, – აცხადებს დეპუტატი.