“ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დანაშაულები, უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე” – გორდულაძე

“ყოველთვის ვამბობთ, რომ გვინდა, გვქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ჩვენი სურვილი განპირობებულია პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დანაშაულები, რა თქმა უნდა, უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე.

ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ოჯახის სიწმინდე, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი მომავალი თაობა, უნდა იყოს დაცული ნებისმიერი პროპაგანდისგან და განსაკუთრებით ლგბტ პროპაგანდისგან. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო სხვა კანონებში შევიტანოთ ცვლილებები, არამედ კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ ჩვენი მომავალი თაობის დაცვის გარანტიები.

ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი მნიშვნელობით გარანტია იმისა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, მშვიდობის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი დადგება, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენ თვითონ, ქართველ ხალხთან ერთად უზრუნველვყოთ იმ ცვლილებების განხორციელება“, – განმარტავს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები