ირაკლი კირცხალია – ბენ კარდინის განცხადებაზე: არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა აქ, რუსთაველზე ლგბტ პრაიდი დაინახონ

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კირცხალია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებას გამოეხმაურა.

„უფლებები ჩვენს ქვეყანაში, რომ დაცულია 2012 წლის მერე, ისე რეგიონში კი არა, ყველა მონაცემით, ყველა საერთაშორისო კვლევის მონაცემით, ზოგ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ვუსწრებთ და კანდიდატის მქონდე ქვეყნებზე საერთოდ საუბარი არ მაქვს. კარგად გაერკვეს, სანამ ამ განცხადებას გააკეთებს. უფლებები კი არ იზღუდება, უფლებები უმაღლეს დონეზეა. იზღუდება პროპაგანდა. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა აქ, რუსთაველზე ლგბტ პრაიდი დაინახონ. არ გვჭირდება ეს ყველაფერი, ამას ვზღუდავთ და არა უფლებებს. კარგად გაერკვნენ სანამ, რაღაც განცხადებებს და თანაშემწის მოადგილის თანაშემწის მესიჯებს გაახმოვანებენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ბენ კარდინი სოციალურ ქსელში, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ მსგავსი კანონის მიღება, კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს, დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები