“საზოგადოების გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს საქართველოში ომის პროპაგანდას, ლგბტ პროპაგანდას” – მაჭარაშვილი

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება არის გაგრძელება ზუსტად იმის, რასაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით – განსაკუთრებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომ დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“მართალია, პირველი ეტაპი ჩვენ გადავიარეთ და გარკვეული გამოწვევები იყო ომთან დაკავშირებით, რაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით რჩება უცხოური ძალების დღის წესრიგში, თუმცა, საზოგადოების მთავარი გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს საქართველოში ომის პროპაგანდას, ლგბტ პროპაგანდას, მონობის პროპაგანდას და მწვანეს აუნთებს მშვიდობას, მშვიდობის გაგრძელებას, სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ტრადიციული ცხოვრების შენარჩუნებას”, – განმარტა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები