გუდაუთის რაიონში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხუასთან ავარიის შედეგად 1 მამაკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ “sputnik abkhazia” იუწყება.

როგორც პოლიციის ე.წ. სამმართველოში განმარტავენ, მანქანის მძღოლი გასწრებისას სხვა ავტომობილს დაეჯახა და სავალი გზიდან გადავიდა, რის შედეგადაც მანქანა ამობრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დილის 8 საათზე, რესპუბლიკური საავტომობილო გზის 55-ე კილომეტრზე მოხდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაშავდნენ მეორე მანქანის მძღოლი და მგზავრები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები