“ანა წითლიძის ემოციებიც მესმის, ხატია დეკანოიძის ადგილას რომ ვიყო, ასეთი პასუხის შემდეგ „ნაცებში“ ვეღარ დავბრუნდებოდი” – რაქვიაშვილი

“ანა წითლიძის ემოციებიც მესმის, ხატია დეკანოიძის ადგილას რომ ვიყო, ასეთი პასუხის შემდეგ „ნაცებში“ ვეღარ დავბრუნდებოდი”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

“სხვებთან შედარებით, არც ხატია დეკანოიძეს ჩაუდენია ისეთი რამ, რაც ვერ დააბრუნებდა. ზოგადად, სწორია პრინციპი, „ნაცები“ „ნაცებში“, ამ ნაწილში მხარს ვუჭერ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა არ მინდა, არ დავაფასო ანა წითლიძეს გულწრფელობა, მისი ემოციებიც მესმის. ხატია დეკანოიძეს ადგილას რომ ვიყო, ასეთი პასუხის შემდეგ „ნაცებში“ ვეღარ დავბრუნდებოდი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა გარჩევები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის იქით არავის აღელვებს“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები