გორდულაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: მიიღეს პატრონებისგან დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ
„ასეთი კვაზი გაერთიანებები, შერწყმები და გადარწყმები, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობას ნიშნავს. ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, არც პოლიტიკური სინდისით და ნამუსით გამოირჩევიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც კი ეხებოდნენ ხოლმე. ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ და ამ ყველაფერს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში”, – აღნიშნა გორდულაძემ.