“ვიცით, ხატია დეკანოიძე რამხელა თანამდებობებს იკავებდა „ნაცმოძრაობაში“ და ახლა ენმ-ის მოძრაობის“ რიგითი წევრია” – მაჭავარიანი
“ყველამ ვიცით, ხატია დეკანოიძე რამხელა თანამდებობებს იკავებდა „ნაცმოძრაობაში“ და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
“სადაც უნდა გავიხედოთ, რამდენი სახელიც უნდა დაირქვან, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ ფლანგებში არაჯანსაღი სიტუაცია.
მათ განცხადებებსა და ქცევებში აბსოლუტური არათანმიმდევრობაა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ისინი, სამწუხაროდ, თავად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. როგორც დაავალებენ, ისე უნდა შეასრულონ. მათთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, ერთიანი სიით გასულიყვნენ. ასე რომ ქსაქსავენ, რადგან ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, სერიოზული რისკია, რომ ამ ფლანგებიდან ძალიან ბევრმა 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახოს. ერთიანი სიით რომ გავიდნენ, იციან, მაქსიმუმი, რაც შეიძლება აიღონ 30 პროცენტია, რაც მათთვის საკმარისი არ არის. კიდევ გრძელდება ტესტირების რეჟიმი და ძალიან მალე ვიხილავთ საბოლოო კონფიგურაციას, ვინ ვისთან დაჯგუფდება და რა სახით”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.