“იმას, რომ ადამიანს ლგბტ პროპაგანდას ახვევ თავს, არანაირი კავშირი აქვს არც ადამიანის უფლებებთან და არც გამოხატვის თავისუფლებასთან” – ქადაგიშვილი

“იმას, რომ ადამიანს ლგბტ პროპაგანდას ახვევ თავს, არანაირი კავშირი აქვს არც ადამიანის უფლებებთან, არც გამოხატვის თავისუფლებასთან, არც სიტყვის თავისუფლებასთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“ჩვენ ვიღებთ ხოლმე ისეთ პარადოქსულ ვითარებას, როდესაც ადამიანებს, ფაქტობრივად, ეუბნებიან, რომ შენ ვერ უნდა ჩამოყალიბდე – ქალი ხარ თუ კაცი. განსაკუთრებით, ამის პროპაგანდირება ხდება ახალგაზრდა თაობაში.

ოპოზიცია თავიდან ბოლომდე არის მხოლოდ საგარეო ინტერესებზე ორიენტირებული. ყველაფერი, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა, მათთვის მეათეხარისხოვანია”, – აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები