“მშვიდობის გარანტი, რა თქმა უნდა, არის “ქართული ოცნება” – კირცხალია
“მინდა, საზოგადოებას მივმართო – როდესაც 26 ოქტომბერს დადგებიან ბიულეტენთან, იქ იქნება 2 მონაცემი და 2 არჩევანი: ერთი იქნება “ქართული ოცნება” და მეორე – კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
“ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. მშვიდობის გარანტი, რა თქმა უნდა, არის “ქართული ოცნება”, – აღნიშნა კირცხალიამ.