“ჩვენ ყველანაირ წნეხს გავუძელით და მყარად დავდექით” – ლევან მაჭავარიანი

“ჩვენ, რა თქმა უნდა, განაცხადი გვაქვს გაკეთებული საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაზე. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

“ეს მხარდაჭერა არის განპირობებული იმ პოლიტიკით, რასაც “ქართული ოცნება” ატარებს.

ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ იმაში, რომ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნიდან. ჩვენ ყველანაირ წნეხს გავუძელით, მყარად დავდექით, ეკონომიკური ზრდაც დავდეთ და არანაირ კონფრონტაციაში არ შევსულვართ რუსეთთან”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები