თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება
თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც 2029 წელს გაიხსნება.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ – 20 მილიონამდე მგზავრის გატარებას შეძლებს.
“შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამო, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და ავიაბილეთების ფასების სუბსიდირებას, ასევე, რეგიონული აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.