2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთების გადამუშავება გაიზარდა

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთების გადამუშავება გაიზარდა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 4311 გემი, რომელთა 33.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 33.2 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 25.1 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

გარდა ამისა, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 21.1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი გემი მიიღო, 19.2 პროცენტით მეტი – თხევადი ტვირთმზიდი, 11.7 პროცენტით მეტი – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი – 10.7 პროცენტით ნაკლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები