„ნაცმოძრაობა“ ბევრ ნაწილად იშლება, თან სურთ, რომ ცალ-ცალკე იყვნენ” – მაჭარაშვილი
„ნაცმოძრაობა“ ბევრ ნაწილად იშლება, თან სურთ, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც ერთი იდეა აქვთ, ვერ ამბობენ, რას ემიჯნებიან, ხუთ ნომერს?”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“გასაგებია, რომ ხალხში არ მიესვლებათ და შეხვედრებიდან აგდებენ. საზოგადოებას ეუბნებიან, როცა ერთიანი ვიყავით და რაც დაგაკელით ბიზნესის რეკეტის, ომის თვალსაზრისით, ახლა ამის უფლება ცალ-ცალკე მოგვეცით და იმ უბედურებას გავაგრძელებთ, რასაც ერთად ვაკეთებდითო. გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა „ნაცმოძრაობა“ ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.