ჩინეთის საგარეო უწყება: 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო, 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად
“2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NED-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშში წერს.
როგორც ანგარიშში წერია, NED-მა ასევე დახარჯა ათობით მილიონი დოლარი ისეთი სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა Facebook, X და Instagram, დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად.
„მონაწილეობა უკრაინის “ფერად რევოლუციაში”. 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის. 2013-2014 წლების ევრომაიდნის მოვლენებისას NED-მა დააფინანსა მასმედიის ინსტიტუტი წამქეზებლური ინფორმაციის გასავრცელებლად.
NED-მა ასევე დახარჯა ათობით მილიონი დოლარი ისეთი სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა Facebook, X (ყოფილი Twitter) და Instagram, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური ანტაგონიზმის გასაღვივებლად“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.