1924 წლის აჯანყების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული მასალების ბიბლიოგრაფია გამოიცემა

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებამ გამოსაცემად მოამზადა ამ თარიღთან დაკავშირებული ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული მასალების ბიბლიოგრაფია.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გამოცემას მალე იხილავს საზოგადოება.
ბიბლიოგრაფიული მასალა ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულადაც.
1924 წლის აჯანყება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. მაშინდელმა ქართულმა საზოგადოებამ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ამ აჯანყებით უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები